დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი დიდი წარმატებით აგრძელებს მუშაობას. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მრავალფეროვანი, საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები გააკეთეს.
- ანანო ახალაიამ და საბა ნაჭყებიამ - „პატარა მაწანწალები“, ავტორი ჯეიმს გრინვუდი;
- ლუკა გაგუამ - „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ავტორი როალდ დალი.
მეშვიდეკლასელებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა:
- რა ფაქტორები ახდენს გავლენას პიროვნების ჩამოყალიბებაზე (გენეტიკური მონაცემები და სოციალური გარემო);
- პოპულარობის და განდიდების მოპოვება ლეგიტიმური სურვილია, მაგრამ ის არ უნდა მოვიპოვოთ ბოროტი საშუალებებით, არამედ არსებობს ალტერნატიული, მისაღები გზები;
- პატიოსნებისკენ შემობრუნება არასდროსაა გვიან...
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციისა და თითოეული პედაგოგის ამოსავალი წერტილია ქვეყანას განათლებული და ნაკითხი მომავალი თაობა აღუზარდოს, რისი დასტურიც სკოლაში მკითხველთა კლუბის აქტიური მუშაობაა.
იხილეთ ფოტოები: