წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. აქტივობა საგან ჩვენი საქართველოს ფარგლებში, პედაგოგ ფიქრია გიორხელიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
განხილული საქმე ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვას ეხებოდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. სკოლის დირექტორის მოადგილემ დალი სილაგაძემ მოსწავლეთა აქტივობა დადებითად შეაფასა.
X
ა კლასის დამრიგებელი ინგა არაბიძეა.
„სასამართლო იმიტაციის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ როგორ მუშაობს და რა პრინციპებს ეფუძნება მართლმსაჯულების ორგანო-სასამართლო. ყველა მოსწავლისათვის საყვარელი პრაქტიკუმი ემსახურებოდა მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა, ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და არგუმენტირებული მსჯელობა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს სასამართლოს იმიტაცია და აღნიშნეს:
- შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები;
- ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია და ეს ღირებულება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: