„მე - მასწავლებელი“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგისა და X კლასის მოსწავლეების საინტერესო პროექტი
06-05-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის, ჯულიეტა ახალკაცის ინიციატივით, X კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში პროექტი - „მე- მასწავლებელი“ განახორციელეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგის როლი მოირგეს და IV კლასის მოსწავლეებს თემაზე - „სივრცული ფიგურები“ შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს.

გაკვეთილი წარიმართა მეგობრულ გარემოში, უფროსკლასელების მომზადებული რესურსებით და ფიგურის შლილებით პატარებმა შექმნეს მოდელები. იყო ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობები. 

„გაკვეთილის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა, უფროსკლასელებს შეექმნათ მოტივაცია მათემატიკის უკეთ შესასწავლად, ხოლო უმცროსკლასელებმა უფროსი მეგობრების ახსნილი ძალიან კარგად გაიგეს, რაც გამოიხატა გაკვეთილზე მათ აქტივობებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია ჯულიეტა ახალკაცს საინტერესო და შემეცნებითი პროექტის განხორციელებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203