ბათუმის N17 საჯარო სკოლის დიდ ოჯახს უკრაინელი წევრი შეემატა
06-05-2022
ბათუმის N17 საჯარო სკოლის ერთიან ოჯახს, უკრაინელი მოსწავლე შეუერთდა. პატარა მოსწავლე მე-2ბ კლასში, მუდამ ღიმილიან და მოსიყვარულე პედაგოგ, მარიამ ღლონტთან გააგრძელებს სწავლას.
უკრაინელ მოსწავლეს სკოლაში დიდი სიხარულით დახვდნენ და ყველა პირობა შეუქმნეს, რათა ბავშვს თავი მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ ეგრძნო.
აღსანიშნავია, რომ თანასკოლელები ახალ მოსწავლეს დიდი სიყვარულით, საზეიმო ვითარებაში შეეგებნენ. პედაგოგმა მარიამ ღლონტმა კი პატარას გალამაზებული საკლასო ოთახი, თბილი და მზრუნველი გარემო დაახვედრა.
მარიამ ღლონტმა Etaloni.ge-სთან საუბრისას დადებითი მღელვარება ვერ დამალა: „მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული დღე იყო. ყოველთვის ვცდილობ ჩემი თითოეული მოსწავლე ფართო საზოგადოებას გავაცნო! ისინი არიან ჩემი მოტივაციის წყარო... მიხარია რომ კიდევ ერთი ულამაზესი გოგონა შემოგვემატა და ჩვენი სკოლა აირჩია... ჩვენი გაკვეთილები ყოველთვის ზღაპარს ჰგავს, რომლის პერსონაჟებიც თვითონ მოსწავლეები არიან!“
ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლაში უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
„ჩვენს დიდ ოჯახს ახალი უკრაინელი წევრი შეემატა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიიღეს პატარებმა! ძალა ერთობაშია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203