ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვეს
06-05-2022
ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები: ნია და კესო სიმონიები, ნანა და ნინო კუპრეიშვილები და მარიამ გვილავა „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში სხვადასხვა საგნებში მიღწეული წარმატებებისთვის ოქროს მედლებით, დიპლომებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„განსაკუთრებით საამაყოა პირველი კლასის მოსწავლის პატარა ნინოს წარმატებები, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა მათემატიკის ლიგაში. საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს თითოეულ მოსწავლეს დამსახურებულ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203