იყალთოს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი ტატო დედაბრიშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე
06-05-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობებს მუდამ აქტიურად ახორციელებენ.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ტატო დედაბრიშვილმა სპეციალური მასწავლებლის, ლელა ბოშაშვილის დახმარებით თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ პლაკატი სახელით - „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ვარჯიში“ შექმნა.
აღსანიშნავია, რომ პლაკატის შექმნაში მოსწავლე დიდი ხალისით იყო ჩართული.