წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტის პრეზენტაცია გამართეს
06-05-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო პროექტის - A COUNTRY I WOULD LIKE TO VISIT პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ ქვეყანაზე, რომელსაც უნდათ, რომ ეწვიონ. მათ არჩეული ქვეყნების დედაქალაქები, ღირსშესანიშნაობები და სხვა მნიშბნელოვანი დეტალი წარმოადგინეს. 

მათი კლასის დამრიგებელი ცირა გეგუჩაძე, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი მაკა ქაროსანიძეა.
 
„მოსწავლეები საუბრისას იყენებდნენ მათთვის შესაფერის ლექსიკას და წარადგენდნენ რჩეულ ქვეყანას, მის დედაქალაქს, ენას, ღირსშესანიშნავ ადგილებს, პოპულარულ სპორტს და ამ ქვეყანაში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს.
პრეზენტაცია წარიმართა სახალისოდ და საინტერესოდ, გამოყენებულმა რესურსმა კი მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას შეუჭყო ხელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203