„კაცი ბე­ჩა­ვის მჩაგ­რა­ვი სად გა­გო­ნი­ლა გმი­რიო“- ქვიშხეთის საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი გაიმართა
06-05-2022
დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი - „კაცი ბე­ჩა­ვის მჩაგ­რა­ვი სად გა­გო­ნი­ლა გმი­რიო“ გაიმართა. 

მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლები მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. 

ნახატები სკოლის საკონკურსო კომისიამ შეაფასა, გამარჯვებული ნახატების ავტორები არიან:

  • გვანცა ხაჩიძე - IV კლასი;
  • მარიამ კობალაძე - VI კლასი;
  • მარიამ ხარატიშვილი - IV კლასი.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203