„ღვარცოფი მდინარე დურუჯზე“- ცხუნკურის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე საინტერესო პოსტერი შექმნეს
06-05-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება, შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა დავალება გეოგრაფიაში მოამზადეს. მისი თემა კი იყო - სტიქიური ბუნებრივი მოვლენები აღმოსავლეთ საქართველოში. მოსწავლეებმა პოსტერი „ღვარცოფი მდინარე დურუჯზე“ შექმნეს. 

მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში, მასწავლებელ ნონა კუჭავას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ადამიანისა და ბუნებრივი პირობების როლი ღვარცოფის წარმოქმნასა და თავიდან აცილებაში. გაიაზრეს ქცევის წესები ღვარცოფის დროს და გაანალიზეს საქართველოს ფიზიკური და ღვარცოფსაშიში არეალების რუკები და დაიტანეს კონტურულ რუკაზე ღვარცოფსაშიში მდინარეები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203