
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „მშვიდობიანი გზა პასუხისმგებლობაა“.
პროექტს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნ ხლუსიძე ხელმძღვანელობდა. მასში მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც ჩაერთნენ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგის მიერ განხორციელებულმა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა, თორმეტმა განსხვავებულმა აქტივობამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სკოლის ადმინისტრაცია მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა პედაგოგს და მის აღსაზრდელებს.
იხილეთ ფოტოები: