გელაურის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს
06-05-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

ამ გარემოსდაცვით დღეს, სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ გელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203