კართუბნის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქცია და ინტელექტუალური თამაში გაიმართა
06-05-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

VI კლასის მოსწავლეებმა აქცია „არა გამონაბოლქვს“ ჩაატარეს. მათ გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მოიძიეს და პოსტერები შექმნეს.მათ მსვლელობა ფეხით და ველოსიპეტებით მოაწყვეს. 

გარდა ამისა, IV კლასში ინტელექტუალური თამაში „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203