რიონის საჯარო სკოლას ახალი სპორტდარბაზი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა აქვს
06-05-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი აქვს.

სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია წყალტუბოს მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ბიბლიოთეკა მას შემდეგ მოეწყო, რაც სკოლამ წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

„სპორტული დარბაზი 4 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომლის  რეაბილიტაცია წყალტუბოს მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც წყალტუბოს მერს ბატონ გენადი ბალანჩივაძესა და მის გუნდს მადლობას ვუხდით.

სკოლამ გაიმარჯვა წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა „თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ბიბლიოთეკა“. მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის LAG-ის წყალტუბოს გუნდს.

აღნიშნულ ღონისძიებებს მოწვეული  სტუმრები: წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჩხეტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203