ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი არსენ შავაძე საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
06-05-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი არსენ შავაძე აკადემია „გვირილას“ 30 წლის ოქროს იუბილეში მონაწილეობისა და პროექტის მხარდაჭერის გამო საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.

​დირექტორს, ასევე საჩუქრად „გვირილას აკადემიის“ I ტომი გადაეცა.

აკადემია „გვირილას“ პრეზიდენტმა, ერნა წიფურიამ დირექტორ არსენ შავაძეს მადლობაც გადაუხადა.

„მადლობა, ბატონო არსენ, ქომაგობისთვის. მომავალში საინტერესო თანამშრომლობა გველოდება. წარმატება თქვენ - საუკეთესო მენეჯერს!“, - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203