თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაცია გამართეს
06-05-2022

თელავის N6 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღეს მოსწავლეებმა პრეზენტაცია მიუძღვნეს და ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. 

მოსწავლეთა პრეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203