ალავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-05-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატში სკოლიდან სულ 9 მოსწავლე მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე კი მე-11 კლასის მოსწავლე ქეთი ბერაძე გადავიდა.
სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას.
ინტელექტ-ჩემპიონატის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ზესტაფონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203