დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
06-05-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის I, II და III კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ცალ-ცალკე მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და თანატოლებს დაურიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მთელი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.

„დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ნაყოფიერი დასასრული. აქტიური მასწავლებლები და მოსწავლეები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203