დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში ეკოკლუბელმა, ნიკოლოზ კიკაძემ თანასკოლელებისთვის სემინარი ჩაატარა
06-05-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ეკოკლუბის წევრმა ნიკოლოზ კიკაძემ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში სემინარი თემაზე - „ტრეფიკინგი“ ჩაატარა. აქტივობა სამოქალაქო კლუბ „პირველების“ ხელშეწყობით გაიმართა და ხელმძღვანელი ირინა სალამიძე გახლავთ.
სემინარი ორ ნაწილს, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა.
თითოეულ ნაწილში პრეზენტატორმა მსმენელებს ( VI, IX და X კლასების მოსწავლეები) ტრეფიკინგის - ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ, მის წარმომშობ მიზეზებზე და საშინელ შედეგებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
პრაქტიკულ ნაწილში მოხდა სასწავლო ფილმის განხილვა, სხვადასხვა ინტერაქტიული აქტივობების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ სემინარმა საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეები სემინარში აქტიურად მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203