„ფირალობა გურიაში“ - ტობანიერის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
06-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული გეგმა დიდი წარმატებით ინერგება, რომლის ფარგლებში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ.

ამჯერად, კომპლექსური დავალების ფარგლებში VI კლასის მოსწავლეებმა თავიანთი შექმნილი სტატიები, სათაურით - „ფირალობა გურიაში“ წარადგინეს, რომლებშიც ბავშვებმა ამ ისტორიული მოვლენის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრეს.

„ფირალობა წარსულში გურიაში გავრცელებული ტრაგიკული მოვლენა იყო; გურული გლეხების ტყეში გახიზვნას და ყაჩაღობას თავისი მიზეზები ჰქონდა და თავის დროზე ამას საკმაოდ მძიმე შედეგებიც მოჰყვა!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203