გომის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
06-05-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის მოეწყო დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიის დასუფთავებაში მშობლებიც დაიხმარეს. 

„დაიღალა დედამიწა,

დავეხმაროთ ბრუნვაში.

დახმარება გამოვხატოთ

მოვლასა და ზრუნვაში!“- ამბობენ ეკოდამცველი მოსწავლეები. 

აღსანიშნავია, რომ გომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203