ხორშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
06-05-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 14 აპრილს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას მასწავლებლები - ქეთევან ფულარია (მუსიკის პედაგოგი) და ნინო მიქავა (ქართულის პედაგოგი) ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203