ქართული ენის დღესასწაული ჭალოვანის საჯარო სკოლაში 
06-05-2022

ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. ამასთან, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 14 აპრილს სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობა აღნიშნეს და სახელმწიფო ენას ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზო ხარაიშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203