„დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა - კუხის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო აქტივობა
06-05-2022

ხონის მუნიციპალიტეტის კუხის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის პირველ კლასში „დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა გაიმართა. აქტივობის მიზანი იყო ფონოლოგიური უნარების გაწაფვა. 

„ყურადღება გავამახვილეთ წიგნის ყდაზე, ილუსტრაციაზე, ავტორსა და მხატვარზე. ტექსტში გამოყენებული იყო დიდი ასოები, ისე რომ შორიდან ყველას შეძლებოდა კითხვა“,- გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203