მეგობრობის 30 წელი! - ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს უმასპინძლეს
06-05-2022

ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი ეწვია. 

კრისტოფერ ანდერსონი მოსწავლეებს შეხვდა და გარკვეულწილად, შეაჯამა განვლილი 30 წელი.

დიალოგი, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ძალიან უშუალო და გულღია გარემოში წარიმართა. ბატონმა კრისტოფერმა მოსწავლეებს ამერიკის საელჩოს საგანმანათლებლო გრანტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრის მიწურულს კულტურის ატაშემ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით მსგავს შეხვედრებს ინტენსიური ხასიათი აქვს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203