ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანი სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
06-05-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგის ნინო მიქავას ხელმძღვანელობით I კლასის მოსწავლეებმა ანბანი მეტად სახალისო აქტივობებით შეისწავლეს.

პედაგოგმა პირველკლასელებს ყველა პირობა შეუქმნა, რათა ანბანი პატარებს მაქსიმალურად საინტერესოდ და ხალისით შეესწავლათ.

პირველი კლასის ნიჭიერი მოსწავლეები კი: გვანცა გვასალია, ნიკოლოზ გვასალია, ვიკა გრიგოლია, ლიკა გრიგოლია, ანრი მაცაბერიძე, თორნიკე ტოგონიძე, ნინა ტოგონიძე და ლიზი ცაავა გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203