ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
06-05-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებით გადავიდა 4 მოსწავლე. მათ სპეციალური სახელობითი ოქროს სიგელები გადაეცათ. 

წარმატებული მოსწავლეები არიან:

  • ანა გორელიშვილი;
  • ქეთინო კალაიჯიშვილი;
  • მარიამი ადეიშვილი;
  • თამუნა კალაიჯიშვილი.

სკოლის პედაგოგი ლიანა მურადაშვილი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ასპინძელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 59 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203