ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
06-05-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს - ლიზა მშვენიერაძეს (VIII კლასი), ლიზი კამლაძეს (VIII კლასი), ნიკოლოზ კოტორეიშვილს (IX კლასი), ქეთი დევიძეს (X კლასი), გიორგი სალუქვაძეს (XI კლასი), გაგა კოტორეიშვილს (X კლასი), დავით ბერძულს (XI კლასი) მარიამი შუბითიძეს (X კლასი), საბა გელაშვილს (VIII კლასი) და დემეტრე კვინიკაძეს (IX კლასი) სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

5 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ზესტაფონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203