ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-05-2022
ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ აქტივობებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად კონკურსში - „მე და ჩემი ქალაქი“ მონაწილეობდნენ და ამავდროულად დიდი წარმატება მოიპოვეს.
კონკურსი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში 11 აპრილს ჩატარდა.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები: ფიქრია სამხარაძე, ზოია ცხოვრებაძე, დავით ლაბაძე, მარიამ ლაბაძე და მათი პედაგოგი ვახტანგ სამხარაძე გამარჯვებულის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეები პროექტის მესვეურებმა 16 აპრილს, სოფელ სვერში ექსკურსიაზე წაიყვანეს.
„სკოლის თანამშრომლები გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ვულოცავთ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203