უკრაინული კინოს დღეები ეწერის საჯარო სკოლაში
06-05-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის კინოკლუბში „უკრაინული კინოს დღეების“ ფარგლებში, კინოჩვენება გაიმართა.

კინოკლუბის ხელმძღვანელმა, მეგი ჭანტურიამ, სასკოლო საზოგადოებას ახტემ სეიტაბლაევის ფილმი - „კიბორგები - გმირები არასოდეს კვდებიან“.  

ფილმი გვიყვება უკრაინის ისტორიას-2014 წლის ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შეჭრის პერიოდში.

კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ახლანდელ რუსეთ-უკრაინის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან. კინოკლუბის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი ბანერებიც დაამზადეს.

უკრაინული კინოს დღეების მთავარი გზავნილია - „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!“, „დიდება გმირებს!“, „დაე, მშვიდობა ყოფილიყოს ყველგან!“

ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებლები - დიანა ფიფია და ნანა ჯიქია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203