ტურცხის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გეოგრაფიის ღია გაკვეთილი ჩატარდა
06-05-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს და სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებელ იაგორ არაქელიანთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზეს. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ბუნებრივ კატასტროფებზე და მათ შედეგებზე ისაუბრეს და ასევე წარმოადგინეს საინტერესო ვიდეოპრეზენტაციები თემის ირგვლივ.

მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ინტერესით ჩაერთვნენ და საგნის ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203