ჭერემის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-05-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ხატია წიკლაური და ნია წიკლაური საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

3 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი გურჯაანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203