დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაქალაქს სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ესტუმრნენ
06-05-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან და მშობლებთან ერთად, დედაქალაქს სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი - „ექსმერიმენტარიუმი“, სადაც ქიმიური ცდებითა და საინტერესო ხელსაწყოებით იხალისეს.

მუზეუმის შემდეგ, კი მეორე-მესამეკლასელებმა დრო „მუშტაიდის პარკში“ სასიამოვნოდ გაატარეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203