„ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები“- ზანის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიუძღვნეს
06-05-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა 1945 წლის 9 მაისი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ბავშვებმა ამ დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს და საკუთარი აზრები გამოთქვეს, რომელსაც გთავაზობთ.

„მოსწავლეები ციტირებდნენ:

  • მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია და უკრაინაში საომარი მოქმედებებია, ჩვენ უფლება არ გვაქვს არ გავიხსენოთ 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე!

  • რადგან 700 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაიწვიეს საქართველოდან. ბევრი საკუთარი ნებით ჩაება, რათა საკუთარი ვალი მოეხადა სამშობლოს წინაშე, მათი უმრავლესობა შინ ვერ დაბრუნდა;

  • ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, „ვისი გორისანი ვართ!“;

  • ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები, რადგან თითქმის ყველა ოჯახს შეეხო ომი. ბევრი ჩვენგანის ოჯახის წინაპარი შინ არ/ვერ დაბრუნდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მიუხედავად მშვიდობიანი გარემოსი, საქართველო  დღესაც აწარმოებს ფარულ „ომს“ რუსეთთან;

  • „დიდება, ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა... დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით...“; 

  • სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა საქციელი და სახელი უკვდავია!

  • შეუფასებელია მათი წვლილი მამულის დაცვა/განდიდების კუთხით, გადაჭარბებული არ იქნება. რადგან სამშობლო - მამული უხსოვარი დროიდან იყო ქართველისათვის ამოსავალი წერტილი;

  • საქართველოვ ტკივილო ჩემო... საქართველოვ სამშობლოვ ჩვენო!“;

  • დროის და ეპოქის მიუხედავად სამშობლოსადმი ერთგულების, სიყვარულის გამოხატვის და საგმირო საქმეების ჩადენის სურვილი ნებისმიერ საზოგადოებრივ ფენაში შესაშური საქმე და დაუმალავი ფაქტია! სამშობლო -  ჩვენი გულის ფეთქვაა!;

  • სისხლი, უღვთოდ დაქცეული, ატირებულ მტკვარს ერთვოდა,
ყველგან კვნესდა წაქცეული, ყველგან ცეცხლის ქარი ქროდა.

დედის მკერდზე თოთო ბავშვი ისარგაყრილ ძუძუს სწოვდა,

აქ ყველაფერს წვავდნენ, მაგრამ საქართველო არ იწვოდა...

დღეს კი,  ჩემო საქართველოვ - საყვარელო ჩემო დედავ,

შენი დღენი ცისარტყელობს, შენს ღიმილში ვარდებს ვხედავ...

დღეს ნისლები გაგფანტვიან და ქარები ქრიან ნებით,

შენს დროშაზე მზე ხატია და დიდების გვირგვინები!;


  • ცხადია, ცხოვრებისეული „ლიგის“ თამასა საქართველომ უმაღლეს დონემდე აწია, როგორც ამბობენ: ქვეყნის, ისევე როგორც „ადამიანის სტატუსს მეგობრები კი არა, მტრები განსაზღვრავენ!“
იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე 1 და ბმულზე 2.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203