„ჩვენ და ენერგია“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს პროექტი მიუძღვნეს
06-05-2022

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის მე -6 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილების ფარგლებში განახორციელეს და წარადგინეს პროექტი - „ჩვენ და ენერგია“.

მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა: შესაძლებელია თუ არა ენერგიის დაზოგვა? ასევე რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგია და რატომ უნდა გამოვიყენოთ ის ეფექტიანად და რაციონალურად. შექმნეს სარეკომენდაციო პლაკატები და მოკლე ვიდეომიმართვები.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა 5 მაისს აღინიშნება. 

„გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციის მე-7 მიზნის თანახმად, 2030 წლისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. მიზნის მისაღწევად კი საჭიროა თითოეულმა ადამიანმა ყოველდღიურად გადადგას ქმედითი ნაბიჯები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203