
თბილისის N2 სკოლაში მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების დახმარებით არა მხოლოდ ფორმალურ განათლებას იღებენ, არამედ სამაგალითო მოქალაქეებად ყალიბდებიან.
ამჯერად სკოლაში, ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, სკოლის სპეცმასწავლებლებმა - ნათია ბურდილაძემ და შორენა მაჭავარიანმა მე-6ა კლასის მოსწავლეებთან გამართეს შეხვედრა თემაზე: „განვითარების დარღვევები და სპეციალური საჭიროებები“.
იხილეთ ფოტოები: