„ნიადაგი და მისი მნიშვნელობა“ - სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე ნერგები დარგეს
05-05-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ბუნებაში თემაზე - „ნიადაგი და მისი მნიშვნელობა“ კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ნიადაგზე და მის მნიშვნელობაზე, ასევე დარგეს ნერგები. გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ.

სკოლის დირექცია მასწავლებელს და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ სორმონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203