ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფელში არსებული ქათმების ფერმა მოინახულეს
05-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „დედამიწის დღე არის ყოველ დღე“ წევრებმა სოფელში არსებული ქათმების ფერმა მოინახულეს.
მოსწავლეებმა გარემო დაათვალერეს, კითხვები დასვეს და ფერმის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.
ფერმის დირექტორმა მათ დარასების ისტორია მოუყვა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„ფერმის დირექტორი არის ჩვენი სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი. ეკოკლუბელები წავიდნენ ფერმაში, თავიანთი თვალებით ნახეს წიწილები. დირექტორმა ქალბატონმა გაიანემ მოგვყვა თავისის ფერმის ისტორია, თუ რამდენი ხანია მუშაობს, როგორ დაიწყეს მუშაობა. გვაჩვენეს, თუ როგორ მუშაობენ, რანდენ დღეში იზრდებიან და რა წონის ხდებიან ქათმები. ასევე, რა ფასად ყიდიან მათ. ძალიან სასიამოვნო ინფორმაციით და ემოციებით სავსე შეხვედრა იყო და რაც მთავარია, ბავშვები შთაბეჭდილებებით სავსე იყვნენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203