ურთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს
05-05-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მე-5 კლასში ხელოვნების გაკვეთილი სწორედ ამ თემას დაეთმო. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს და გამოფინეს. მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

„თითქმის ნახევარი საუკუნეა კაცობრიობა ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავს დედამიწის საერთაშორისო დღეს. მთელ ცივილიზებულ სამყაროში - ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციაა. ჩვენი ვალდებულებაა მოვუაროთ გარემოს, შევზღუდოთ ისეთი ქმედებები, რითაც ზიანს მივაყენებთ ჩვენს პლანეტას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203