„პეპელა და ფუტკარი“ - ბათუმის N20 სკოლის პედაგოგ მაია დავითაძის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი
05-05-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, პედაგოგმა, მაია დავითაძემ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც იაკობ გოგებაშვილის - „პეპელა და ფუტკარი“ გახლდათ.
„ვფიქრობ, საინტერესოდ შერჩეული აქტივობებით გავედით ტექსტის დედააზრამდე, ამოვიკითხეთ მწერლის მთავარი გზავნილიც და გავიაზრეთ, რომ კრიტიკულ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოთმინებისა და სულგრძელობის გამოჩენა.. გამოსავალიც ვიპოვეთ, ჯადოსნური სიტყვებით გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა.. თბილი და ტკბილი სიტყვებით გავუთბეთ გულები ერთმანეთსაც და სტუმრებსაც.. ყველანი ძალიან გვიყვარხართ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო