წრომის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ ხაჩიურიძემ საგნობრივ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა
05-05-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა თუ აქტივობებში მუდამ ხალისით და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლა კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოსწავლემ, თამარ ხაჩიურიძემ ასახელა, რომელმაც „კინგსის“ ოლიმპიადაში სამ საგნობრივ კატეგორიაში - ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში წარმატებით იასპარეზა. ნიჭიერმა მოსწავლემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
მოსწავლეს სკოლის დირექტორმა, ნანული პაპუაშვილმა განსაკუთრებულად ემოციურად მიულოცა.
„ამ პატარა გოგონამ (ხაჩიურიძე თამარი) გვასახელა და წარმატებები მოგვიტანა. მადლობა მის მაწავლებლებს - ლია გაგნიძეს და სოფიო ბორცვაძეს და მშობელს, ლაურა მურჯიკნელს. მწვერვალები დაგეპყროთ ჩემო ბავშვებო“, - აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო