ამბროლაურის N2 სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, „სოციალური პრობლემების შემსწავლელი კლუბი“ ჩამოყალიბდა
05-05-2022
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეთა ინიციატივით „სოციალური პრობლემების შემსწავლელი კლუბი“ ჩამოყალიბდა. 

ინიცაიტივა მოსწავლეებმა ელენე გველესიანმა და ანა ბათხაძემ წამოაყენეს. მათ საინფორმაციო შეხვედრაც გამართეს. 

სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.

„მეათეკლასელების ინიციატივა საჭირო და აქტუალურ თემატიკაზე. „სოციალური პრობლემების შემსწავლელი კლუბი"
წარმატებას ვუსურვებთ ანას და ელენეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203