თბილისის N192 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს
თბილისის N192 საჯარო სკოლის მე-3ზ კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს. „შეცვალე ჟანრი - შექმენი წიგნი კომიქსი“ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივი კონკურსია.
მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. იქ კონკურსის ფარგლებში დამზადებული წიგნები იყო გამოფენილი.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: