ბათუმის N20 სკოლის I კლასში, პედაგოგ მარინა ზოსიძის ხელმძღვანელობით, მათემატიკაში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
05-05-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგმა მარინა ზოსიძემ მოსწავლეებს ძალზედ საინტერესო აქტივობა შესთავაზა.

პედაგოგის, მარინა ზოსიძის ხელმძღვანელობით 3 მაისს I კლასში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მათემატიკაში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი.

გაკვეთილს ესწრებოდა და აკვირდებოდა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი ნანა მაკარაძე, რომელიც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“, გუნდის ხელმძღვანელია. გაკვეთილს აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა დიდიძე ესწრებოდა.

გაკვეთილის თემა - „რიცხვების გამოკლება 11-დან 12-დან“ იყო, ხოლო მიზანი, რიცხვების გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება იყო, მიმართულება - რიცხვები და მოქმედებები.

„საინტერესო რესურსებითა და სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით და ვფიქრობ მიაღწია მიზანს - მოსწავლეებმა განამტკიცეს ცოდნა რიცხვების გამოკლებაზე, რაც ძალიან კარგად იყო ასახული გასასვლელ ბარათში.

დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე ქალბატონი ნანასგან მივიღეთ პოზიტიური უკუკავშირი დიდი მადლობა „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ გუნდს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203