„ეს საწყალი კურდღელი“- ბერშუეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მუსიკაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
05-05-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა დავალება თემაზე „ეს საწყალი კურდღელი“ მოამზადეს. 

აქტივობა მუსიკის პედაგოგის ნინო გიორგაშვილის ხელმძღვანელობით დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა მარტივად გაართვეს თავი დავალებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203