ქობულეთის N3 საჯარო სკოლა პედაგოგმა, ია სურმანიძემ მოსწავლეებთან ერთად მოპოვებული გამარჯვებებით არაერთხელ ასახელა
05-05-2022
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სრულყოფილი და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნა თითოეული პედაგოგის მთავარი მოწოდებაა.

მოსწავლეების სულიერ განვითარებაზე ზრუნვა კი სკოლის მენტორი მასწავლებლის, ია სურმანიძის მთავარ არსს წარმოადგენს. ია მასწავლებელი არამარტო საგაკვეთილო პროცესს უძღვება აკადემიურად, არამედ არაფორმალურ განათლებასაც უდიდეს ყურადღებას უთმობს; მასწავლებელს გათავისებული აქვს რომ კარგ პედაგოგს შეუძლია ბავშვში იმედი გააჩინოს, ფანტაზია გაუღვივოს და სწავლის სიყვარული ჩაუნერგოს (ბრენ ჰენრი).

ია სურმანიძემ მოსწავლეებთან ერთად სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში  მოპოვებული გამარჯვებებით (ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი - „ნიუბი“; კინომოყვარულთა კლუბი - „სინემა“) არაერთხელ ასახელა. 

ამჟამად თეატრალურმა კლუბმა - „არტ-პალიტრამ“ (ხელმძღვანელი - ია სურმანიძე) მოიპოვა 2000 ლარიანი გრანტი. კლუბში გაერთიანებულია ყველა საფეხურის მოზარდი შესაბამისი შესაძლებლობებით. მოპოვებული გრანტი კლუბის აღორძინებას - კოსტიუმების და დეკორაციების შეძენას მოხმარდება.

კლუბი მაყურებლის წინაშე რამდენიმე საბავშვო სპექტაკლით უახლოეს მომავალში წარსდგება.

სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს ბავშვებს და ია მასწავლებელს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203