ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ აკადემიის მშენებლობა აჭარის მთავრობის მეთაურმა და აჭარის განათლების მინისტრმა მოინახულეს
05-05-2022
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ აკადემიის მშენებლობა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრამა მაია ხაჯიშვილმა მოინახულეს.
მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აკადემია მოსწავლეებს 2022 წლის სექტემბრიდან მიიღებს.
„ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. ასევე, აკადემიას ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა. ასევე შეგახსენებთ, რომ ქართულ-ამერიკულ აკადემია „პროგრესს" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად მიანიჭა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის 4-წლიანი აკრედიტაცია, სკოლა პროგრესი ერთადერთი სკოლაა დასავლეთ საქართველოში აღნიშნული აკრედიტაციით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203