ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ეზოს მოვლა-გალამაზებაში ჩაერთნენ
05-05-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, დედამიწის დღის აღსანიშნად მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ვაშლის ხის ნორჩი ნერგები დარგეს და ვაშლის ხეები კირით შეათეთრეს.
ბაღის მოვლა-გალამაზებაში მასწავლებლებიც: კანელი კენჭაძე, კობა ჭელიძე, ლაშა ტყეშელაშვილი, ნანა ბაქრაძე და მელანო ლობჯანიძე აქტიურად მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203