ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ გერმანული ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა
05-05-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი გერმანული ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში - „გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის“, მონაწილეობდა.

ღონისძება აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: გერმანიის საელჩო საქართველოში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA), ავსტრიის საელჩო საქართველოში, ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ (PASCH), შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ავსტრიული ბიბლიოთეკა.

„ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობით გერმანიისა და გერმანული ენის გარშემო
პროგრამა გათვლილი იყო ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის - როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203