„გავუფრთხილდეთ გარემოს, გავუფრთხილდეთ დედამიწას!“​ - სადმელის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა
05-05-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა.

სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით სკოლის დაწყებით კლასებში სასწავლო შემეცნებითი აქტივობა - „გავუფრთხილდეთ გარემოს, გავუფრთხილდეთ დედამიწას“ ჩატარდა.

პატარებმა შემეცნებითი ინფორმაცია მინი ლექციის სახით მოისმინეს. აქტივობის I ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ხოლო II ნაწილში მოსწავლეებმა თემატური ნახატები ხალისით შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მარინე ჯელაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203