ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ამ თარიღის შესახებ ინფორმაცია მოიძეს და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მათ თემატური ნამუშევრებიც შექმნეს.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.
„ურავის საჯარო სკოლა გილოცავთ დედამიწის დღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: